რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში “სიჩუმის რეჟიმი“ გამოაცხადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში მოსკოვის დროით დილის 10 საათიდან “სიჩუმის რეჟიმი“ გამოაცხადა. სამინისტრო ამტკიცებს, რომ მოლაპარაკების მიხედვით ამ დროიდან უკრაინელებს ჰუმანიტარული კორიდორები გაეხსნებათ ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთის ქალაქებიდან – მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გასაყვანად.

მარიუპოლის მერი ამბობს, რომ ჰუმანიტარული კორიდორი შესაძლებლობას მისცემს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა – წყალი, დენი და მობილური კავშირი აღადგინონ. ასევე შესაძლებელი გახდება მარიუპოლის მედიკამენტებით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგება.