“რუსეთის თავისუფლების” ლეგიონი აცხადებს, რომ იერიშები ბელგოროდის ოლქზე მიაქვთ

უკრაინის მხარეს მებრძოლმა ლეგიონმა რუსეთის თავისუფლება ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზე იერიშები მიაქვთ.

როგორც ტელეგრამ არხზე წერენ, ამჟამად მათი ჯგუფები ბელგოროდის რეგიონში მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს შორის დაჭრილები და დაღუპულები არ არიან.

  • “ვაგრძელებთ ჩვენი სახლის გაწმენდას პუტინის სიბინძურისგან. მიმდინარეობს ბრძოლა, ყველა დეტალს შეგატყობინებთ”, – ნათქვამია ლეგიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:40 საათზე, ბელგოროდის რაიონის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები და უსაფრთხოების სხვა ძალები “სადემარკაციო ხაზზე იბრძვიან”.

“რამდენიმე წყარო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სტაროსელიესა და ტერებრენოს დასახლებების მიდამოებში DRG ამოქმედდა”, – ნათქვამია შეტყობინებაში.