რუსეთის მთავარი გემთსაშენის ხელმძღვანელი მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი უცნობია

ყველაზე  მსხვილმა რუსულმა გემთმშენებელმა ქარხანამ, რომელიც არაბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობაზეა სპეციალიზირებული განაცხადა, რომ მისი გენერალური დირექტორი შაბათსმოულოდნელად გარდაიცვალა. დეტალები უცნობია. ის ამ პოსტზე 11 წელი მუშაობდა.

სანკტ-პეტერბურგის დასავლეთ პორტში დაფუძნებულმა ადმირალიტის გემთსაშენმა ალექსანდრე ბუზაკოვის გარდაცვალების შესახებ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მთავარი მიღწევა გემთმშენებლობის შეკვეთების პორტფელის  შენარჩუნება და გაძლიერება იყო თანამედროვე არაბირთვული წყალქვეშა ნავების, წყალზედა გემებისა და ღრმა წყლის აპარატების  მიმართულებით.

საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, გემთმშენებელი ქარხანა აშენებს გაუმჯობესებულ Kilo-ს კლასის დიზელზე მომუშავე წყალქვეშა ნავებს, რომლებსაც შეუძლიათ კალიბრის საკრუიზო რაკეტების გაშვება.

აპრილში მოსკოვმა განაცხადა, რომ გამოიყენა დიზელის წყალქვეშა ნავი შავ ზღვაში უკრაინის სამხედრო ობიექტებზე კალიბრებით დარტყმისთვის.

გემთსაშენის განცხადებაში ნათქვამია, რომ აცხადებენ, რომ ბუზაკოვმა უმაღლესი სასწავლებელი1980 წელს  დაამთავრა და ჰქონდა 40 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის სამოც წელს გადაცილებული იყო, როცა გარდაიცვალა. სანქტ-პეტერბურგი ვლადიმერ პუტინის მშობლიური ქალაქია.