“ომი გრძელდება იგივე სისასტიკით, თუმცა რაღაც შეიცვალა. რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა. ეს არის რეაქცია იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ წითელი ხაზი გამოკვეთა”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მან დასძინა, რომ მიუხედავად ღრმა უთანხმოებისა, მნიშვნელოვანია, რომ კრემლთან დიალოგი გაგრძელდეს, რადგან რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი შეტაკებისას მხოლოდ დამარცხებულები იარსებებენ.