“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ თითოეულ დანაშაულს უნდა მოჰყვეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობა და ასევე სამართლებრივი ქმედებები ისევე, როგორც ევროკავშირის სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. რუსეთის საოკუპაციო ძალები აწარმოებენ პროვოკაციების აქტიურ პოლიტიკას, ატერორებენ ადგილობრივ მოსახლეობას, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს, 58 წლის თამაზ გინტური – საქართველოს მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანასკნელი მსხვერპლია. ის მოკლეს მამის საფლავის მონახულებისას, მასთან მყოფი ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ დააკავეს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია ომის დანაშაულისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის პირდაპირი მტკიცებულებაა”
განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა