რა თქმა უნდა, წლებია, რუსეთი [საქართველოში მიმდინარე პროცესებში] ერევა. ერევა იმით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ასევე, დანარჩენ ტერიტორიებზე ახორციელებს გარკვეულ სამხედრო ზემოქმედებასა და შანტაჟს. გარდა ამისა, ერევა იმით, რომ საქართველოს სანქციებს უწესებდა და გავლენის მოხდენას ამით ცდილობდა […] აგრეთვე, ერევა იმით, რომ სხვადასხვა ჰიბრიდული თუ რბილი ძალის გამოყენებით თავისი დღის წესრიგის გატარებას ცდილობს.
მე თუ მკითხავთ, რუსეთი საქართველოს საკითხებში ყველაზე ძლიერად ოპოზიციური პარტიებისა და მათი კუთვნილი მედიების საშუალებით ერევა. ეს გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, დაპირისპირება და პოლარიზაცია ზუსტად რუსეთს აწყობს. ამას კი სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია აკეთებს. ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ.
უთხრა ოპოზიციური მედიის ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.