რუსეთის საგარეო დაზვერვა აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთს ” ქართული ოცნების” ჩამოსაშორებლად ძალისხმებას აძლიერებს. მათი მტკიცებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “დესტრუქციული საქმიანობისთვის” შეაგროვა ასამდე ახალგაზრდა, სტუდენტი, ფემინისტური და LGBT მოძრაობების წევრები. СВР-ში ირწმუნებიან, რომ ამ ორგანიზაციების მეშვეობით დიდი ბრიტანეთი ოცნების მმართველობის დასრულებას აპირებს.

“რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესბიურო გატყობინებთ, რომ СВР-ში შემოსული ინფორმაციით, დასავლეთში გაღიზიანებული არიან საქართველოს მისწრაფებით, გათავისუფლდნენ ე.წ. ლიბერალურ-გლობალისტური ძალების თავს მოხვეული მეურვეობისგან, რომელიც უცხოა ქართველი ერის ღირებულებებისთვის. განსაკუთრებით აღაშფოთებთ დასავლეთელებს ის, რომ თბილისი, ჯერ კიდევ მცირე ხნის წინ, მ. სააკაშვილის დროს, იყო “დემოკრატიზაციის ლოკომოტივი” ამიერკავკასიაში, უფრო და უფრო მეტად ბრუნდება “ავტორიტარული გზისკენ”, მთავარ პრიორიტეტად ეროვნული ინტერესების დაყენებით.[…] “საქართველოსთვის ბრძოლას” ხელმძღვანელობენ ბრიტანელები. ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ოპოზიციური ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რაც მიზნად ისახავს მათი ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას. დესტრუქციული საქმიანობისთვის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოაგროვა ასამდე ახალგაზრდებისა და სტუდენტების, ფემინისტური მოძრაობების, LGBT საზოგადოების სტრუქტურების გაერთიანება.

შემდეგ ეტაპზე ბრიტანელები აპირებენ  “დესტრუქციული კრეატივით დამუხტულ” ორგანიზაციებს უბიძგონ ოპოზიციურ პარტიებთან ძალების კონსოლიდაციისკენ. ლონდონის გათვლებით, ამან უნდა “შეაჯანჯღაროს” სისტემური პოლიტიკური ოპოზიცია, გაუხსნას მას “მეორე სუნთქვა” და მოაბილიზოს ახალი ეტაპისთვის ბრძოლაში, რომელიც მიზნად ისახავს მმართველი პარტია ქართული ოცნების ძალაუფლებიდან მოშორებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობა “აქტივისტებისთვის” დესტრუქციული მეთოდების შესწავლას. მომავალ “ბოევიკებს” შეასწავლიან, როგორ გაუწიონ წინააღმდეგო პოლიციას საპროტესტო აქციების დროს, თავიდან აიცილონ ხელისუფლების “ციფრული” კონტროლი და როგორ მოამზადონ დივერსიები. როგორც ჩანს, ანგლოსაქსებს არანაირად შეუძლიათ შეეგუონ თბილისის მიერ მათ ყურმოჭრილ ვასალთა რიგების დატოვებას. ქართული ოცნების მმართველობა მათ დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს და ლონდონს ფეხებზე ჰკიდია ქართველი ხალხი, რომელმაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი ქვეყნის ხელისუფლების ეროვნულ ორიენტაციას.” – ნათქვამია განცხადებაში.