რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, ამერიკა საქართველოს მთავრობის ცვლილებას გეგმავს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) “ოცნების” მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, სადაც  ასევე აღნიშნულია, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის.რუსული დაზვერვის მტკიცებით, “საქართველოს პრეზიდენტმა ს.ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს მთავარი როლი ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში”.

“რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესბიურო იტყობინება, რომ СВР-ში შემოსული მონაცემები მოწმობს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, მიაღწიონ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შემუშავებულია მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მმართველი პარტია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის.” – წერია განცხადებაში.