რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ვრცელ განცხადებას, რომელშიც პრეტენზიებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მის ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის და შემოწმების უფლება არ ეძლევათ. ვრცელ განცხადებაში წერია, რომ „ლუგარის სახელობის ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“ ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ წარმოებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა კითხვებს ბადებს. მათ ხელში არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს ამერიკული სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები აფინანსებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი არ უხსნის რუსეთს, რას აკეთებს რუსულ საზღვართან “ესოდენ” ახლოს მდებარე ტერიტორიაზე, ამ ასპექტის გაუთვალისწინებლობა კი, მათი თქმით, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, მიუღებელია.
გთავაზობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას:
“ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრის“ ბაზაზე მიმდინარე უცხო სახელმწიფოების სამხედრო–ბიოლოგიური მოღვაწეობა ბევრ საფუძვლიან კითხვას იწვევს. ეს მაღალი ხარისხის ბილოგიური დაცვის ლაბორატორია აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს მიერ არის აშენებული და მისი ინტერესებისთვის გამოიყენება განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების აღმგზნებების შესასწავლად. ცენტრის ტერიტორიაზე მოქმედებს აშშ–საქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო. არსებული ინფორმაციით ამერიკული სამხედრო უწყება და მასთან აფილირებული სტრუქტურები ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს აფინანსებენ, ასევე იხდიან სექსპლუატაციო ხარჯების ფულს, მათ შორის მისი უსაფრთხოების ხარჯებს. მიუხედავად ჩვენი მოთხოვნებისა, აშშ არ გვაწვდის ინფორმაციას იქ მიმდინარე ორმაგი დანიშნულების საქმიანობის შესახებ– როგორც ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში ნდობის გამყარების ზომების თვალსაზრისით, ასევე ორმხრივი არხებით.
ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის, რომ ვაშინგტონი არ გვიხსნის, რას საქმიანობს რუსეთის საზღვრებთან უშუალო სიახლოვეს. ეს, ბუნებრივია არ შეიძლება ჩვენს მიერ განხილული არ იქნას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ასეთ მგრძნობიარე ასპექტებს.
რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ხაზით, საზოგადო მოღვაწეები, ასევე ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არაერთხელ მიუთითებდნენ იმაზე, რომ ლუგარის ცენტრის საქმიანობა სერიოზულ კითხვებს იწვევდა აშშ–ს მიერ ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის საკრძალვის კონვენციის დაცვის შესახებ. კერძოდ, აღინიშნებოდა, რომ ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდებოდა კვლევები მწერების გამოყენებით განსაკუთრებით საშიში ბიოლოგიური აგენტების გამავრცელებლის და ინფექციის აღმგზნებების როლში. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ აშშ–ში უკვე დაპატენტებულია უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერში დაინფიცირებული კოღოების გასავრცელებლად. გარდა ამისა, გაცემულია პატენტი საბრძოლო მასალებზე, რომლებიც აღჭურვილია მომწამვლელი ნივთიერებებით ან ინფექციური აგენტებით. აშკარაა, რომ ასეთი „გამოგონებები„ ეწინააღმდეგება კონვენციის სულისკვეთებას და შინაარსს.
რაც შეეხება თითქოსდა ლუგარის ცენტრის “არაერთ ინსპექტირებას,“ ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ 2018 წლის 14–15 ნოემბერს უცხოელი ექსპერტების მხრიდან მისი მონახულება, რომლის გაცხადებული მიზანი იყო “კონვენციის მოთხოვნების დაცვის შემოწმება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. “ არაერთი გაფრთხილება იყო, მათ შორის ვიზიტის მოსამზადებელ ეტაპზე, რომ ეს ღონისძიება აშკარად მიმართული იყო საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ამ ობიექტის რეალური სტატუსის შესახებ. პროგრამა არ ითვალისწინებდა ცენტრის დეტალურ ვერიფიკაციას, რაც რეალურად მოგვცემდა ინფორმაციას რამდენად სრულდება იქ კონვენციის მოთხოვნები, ანდა დაადასტურებდა ინფორმაციას, რომლებსაც შეიცავს ქართული განცხადებები ნდობის გამყარების ღონისძიებების შესახებ.
ექსპერტების ჯგუფის მიერ გავრცელებულ ანგარიშში როგორც მოსალოდნელი იყო მოცემულია აშშ–სთვის ხელსაყრელი შეფასებები “ტრანსფარენტულობის“ შესახებ, რომლის დემონსტრირება თითქოსდა მიმღებმა მხარემ მოახდინა. აღნიშნულია, რომ არაფერი საეჭვო ვიზიტორებს არ შეუნიშნავთ. აშკარაა, რომ დამამშვიდებელი ფრაზები და ვითომ მეცნიერული აღწერა გამოყენებულია იმისათვის, რომ გაექცნენ მთავარ კითხვას: რატომ აფინანსებენ ამერიკელი სამხედროები ქართული ჯანდაცვის სისტემის ლაბორატორიას და რატომ არის მის ტერიტორიაზე მუდმივად აშშ–საქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო.
ასევე აღსანიშნავია, რომ ანგარიშს არ ახლავს არცერთი ხელმოწერა. არსი როგორც ჩანს იმაშია, რომ „გაიდღაბნოს „ და ანონიმურობის შირმის უკან დაიმალოს ამ დადგმული ვიზიტის ჭეშმარიტი ორგანიზატორის და შემკვეთის – ანუ აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა.
კვლავ გვიწევს ვაშინგტონის ფარისევლური პოზიციის კონსტატირება, რომელიც ფორმალურად კონვენციის დაცვაზე საუბრობს, თუმცა ამასთან, ორი ათწლეულის განმავლობაში ბლოკავს კონვენციის სავალდებულო იურიდიული პროტოკოლის მიღებას შემოწმების ეფექტური მექანიზმით. გაუგებარია, რა უშლის ხელს აშშ–ს დათანხმდეს პროოკოლით შემოთავაზებულ ვერიფიკაციას, თუ ის, როგორც ამტკიცებს არავითარ კონვენციის საწინააღმდეგო საქმიანობას არ ეწევა. მითუმეტეს, რომ ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან ვერიფიკაციის პოზიციონირება ხდება, როგორც შეიარაღების კონტროლის სფეროში ნებისმიერი შეთანხმების ეფეტურად შესრულების მთავარი ელემენტისა.
ასევე არ ხერხდება ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების ვიზიტი ურთიერთმისაღები პირობებით. ქართული მხარე დღემდე საგნობრივად არ რეაგირებს ჩვენს 2019 წლის ივნისის ნოტაზე , რომელშიც ვითხოვდით შესაძლო ვიზიტის შესახებ განმარტებებს. ველოდებით ოფიციალური თბილისის რეაქციას.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია რუსი ექსპერტების ვიზიტის ორგანიზება იმ გარანტიით, რომ მათ წვდომა ექნებათ ყველა ლაბორატორიულ კორპუსზე, რაც უზრუნვეწყოფს რეალურ შემოწმებას და არა მორიგი ამერიკული პიარ–კამპანიის ნაწილად ქცევას, რომლის მიზანია რუსეთის საზღვრების სიახლოვეს აშშ–ს სამხედრო უწყების ბიოლოგების მიერ ჩატარებული სამუშაოების ჭეშმარიტი მიმართულების დამალვა.
ვაგრძელებთ მუშაობას ვაშინგტონთან და თბილისთან, რათა მივიღოთ კონკრეტული პასუხები ჩვენს მიერ დასმულ საკითხებზე“– ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.