“რუსეთის საფონდო ბირჟა დაეცა, უკვე ვხედავთ სანქციების გავლენას”- ამის შესახებ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საგანგებო ბრიფინგის შემდეგ, Twitter-ზე წერს.
”უკვე დავინახეთ ჩვენი ქმედებების სანქციების დაწესების გავლენა რუსულ ვალუტაზე, რუბლზე, რომელმაც დღეს გაუფასურების რეკორდულ დონეს მიაღწია. რუსეთის საფონდო ბირჟა მკვეთრად დაეცა და მთავრობის სესხების საპროცენტო განაკვეთი 15%-მდე გაიზარდა.” – განაცხადა ბაიდენმა.