რუსეთის „ფილტრაციის ოპერაციები“ შემზარავია – აშშ-ის ელჩი გაეროში

გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ რუსეთის “ფილტრაციის ოპერაციები”, რომელსაც სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქეების დაკითხვისა და რუსეთში იძულებით გადასაყვანად იყენებენ “შემზარავია”.რუსები ამ ყველაფერს ანექსიისთვის მომზადების მიზნით აკეთებენ.

„ფილტრაციის“ ოპერაციების თვითმხილველები და გადარჩენილები ყვებიან რუსეთის ძალების მიერ მუქარის, შევიწროებისა და წამების შემთხვევებს. მათ წაართვეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და კომუნიკაციის ყველა საშუალება. ჩხრეკდნენ და კითხავდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ გარემოებებში. ეს მართლაც შემზარავია. [..] რუსეთი თვლის, რომ შეუძლია ხერსონის, ზაპოროჟიეს და უკრაინის სხვა რეგიონების ანექსია. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას. ჩვენ პასუხი უნდა ვაგებინოთ ამ სისასტიკეების ჩამდენებს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც კვლავ პატივს სცემს გაეროს წესდებას“, – განუცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა ჟურნალისტებს