პენტაგონში ტრადიციული ანონიმური ბრიფინგი გაიმართა უკრაინაში ომის მიმდინარეობის შესახებ.
რამდენიმე მთავარი განცხადება ბრიფინგიდან:
- 13 მარტს პოლონეთის საზღვართან იავროვის პოლიგონზე დარტყმამ გავლენა ვერ მოახდინა უკრაინისთვის იარაღის და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. არცერით ამერიკელი, არც სამხედრო და არც სამოქალაქო პირი იქ არ ყოფილა.
- რუსეთის შეტევა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერდა. რამდენიმე შემთხვევაში რუსული ჯარი სპეციალურად შეჩერდა გადაჯგუფებისთვის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს იყო უკრაინელების წინააღმდეგობის შედეგი. ეს ეხება კიევზე შეტევასაც ჩრდილო– დასავლეთიდან, გოსტომელის მხრიდან.
- აშშ–ს სამხედრო უწყების წარმომადგენემა არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია ჩინეთის მზადყოფნის შესახებ, რუსეთს მატერიალური დახმარება აღმოუჩინოს, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ეს მოხდება, ჩინეთს მძიმე შედეგები ელის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იქნება ეს შედეგები.
- რუსეთს უკრაინის საზღვართან შეჭრის წინ მობილიზებული ძალების 90% ზე მეტი უკვე გამოიყენა უკრაინაში.