რუსეთის შეჭრა ყველა ფრონტზე შეჩერებულია – ბრიტანეთის თავდაცვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა “დიდწილად ყველა ფრონტზე შეჩერდა”. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გაერთიანებული ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა „ბოლო დღეებში მიაღწიეს მინიმალურ პროგრესს ხმელეთზე, ზღვასა თუ ჰაერში და ისინი კვლავ განიცდიან მძიმე დანაკარგებს“.

“უკრაინის წინააღმდეგობა რჩება მტკიცედ და კარგად კოორდინირებულად. უკრაინის ტერიტორიის აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ყველა ძირითადი ქალაქი, რჩება უკრაინის ხელში”,– აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის უწყება.

იმავეს ამბობს უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბი. მათი განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებდნენ დამანგრეველი დარტყმების მიყენებას მტრის ჯარებისთვის.

გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალების მოქმედების მდგომარეობა, პოზიცია და ხასიათი ბოლო დღის განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა.