გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განახლებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ მცირე 364 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 25 ბავშვია. 759 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაეროს განმარტებით, რეალური მაჩვენებლები სავარაუდოდ “მნიშვნელოვნად მაღალი” იქნება.
„დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით ფართო ზემოქმედების არეალში, მათ შორის მძიმე არტილერიის და მრავალგამშვები სარაკეტო სისტემებით დაბომბვით, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებით“, – აცხადებენ ოფისში.