რუსეთის ცენტრობანკი ბიუჯეტის დეფიციტის გამო ოქროს რეზერვებს ყიდის

spot_imgspot_img

რუსეთის ცენტრალური ბანკი ზედიზედ მეექვსე თვეა რეზერვებიდან ოქროს ყიდის, რათა ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი დაფაროს, რომელმაც ბოლო ექვს თვეში თითქმის 6 ტრილიონ რუბლს მიაღწია. ამის შესახებ სამშაბათს, 21 ივლისს, The Moscow Times-ი ცენტრალური ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

2026 წლის ივნისში რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროს მარაგი, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეხუთედ ითვლება, 9,33 ტონით შემცირდა. მარეგულირებლის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან რეზერვებიდან უკვე 43,5 ტონა ოქრო გაიყიდა.

ოქროს მსოფლიო საბჭოს მონაცემებით, ეს თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ოქროს გაყიდვის რეკორდული მოცულობაა. ბოლოს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მსგავსი რაოდენობის ოქრო 2002 წელს გაყიდა, როდესაც იანვრიდან ივნისამდე ქვეყნის ოქროს მარაგები 36,1 ტონით შემცირდა.

ანალიტიკოსი: ოქროს გაყიდვა ნავთობისა და გაზის შემოსავლების შემცირებას ანაზღაურებს

Freedom Global-ის ანალიტიკოსმა ვლადიმირ ჩერნოვმა Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთის ცენტრალურ ბანკს ოქროს გაყიდვით დაახლოებით 5,6 მილიარდი დოლარის მიღება შეეძლო.

მისი განმარტებით, როდესაც ნავთობისა და გაზის შემოსავლები ბიუჯეტის წესით განსაზღვრულ დონეზე ნაკლებია, ან ეროვნული კეთილდღეობის ფონდის თანხები ქვეყნის შიგნით ინვესტიციებზე იხარჯება, რუსეთის ცენტრალური ბანკი ლიკვიდური სარეზერვო აქტივებით საპასუხო ოპერაციებს ახორციელებს.

ჩერნოვის თქმით, ცენტრალური ბანკი ამ შემთხვევაში მხოლოდ მექანიზმის ტექნიკურ ნაწილს ასრულებს და ბიუჯეტის დეფიციტის ოქროს გაყიდვით დაფარვის შესახებ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ იღებს.

ანალიტიკოსის შეფასებით, დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვის ფონზე ოქრო მსგავსი ოპერაციებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი აქტივია, რადგან ის რუსეთში ინახება, ცენტრალური ბანკისთვის ხელმისაწვდომია და ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაძვირდა.

ჩერნოვის ვარაუდით, ცენტრალურმა ბანკმა ოქროს ძირითადი ნაწილი, სავარაუდოდ, რუსულ ბანკებს საბირჟო და არასაბირჟო ბაზრებზე მიჰყიდა. ამას არაპირდაპირ ადასტურებს მოსკოვის ბირჟის მონაცემებიც: 2026 წელს ოქროთი ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა და მხოლოდ მარტში 42,6 ტონას მიაღწია, წერს The Moscow Times-ი.

spot_imgspot_img

პოპულარული

II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო – ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ენერგოსისტემის მეორედ...

დაქირავებული ახალგაზრდა მკვლელები — თინეიჯერი ქილერები, რომლებსაც ევროპის მასშტაბით მკვლელობებისთვის იბირებენ

სტოკჰოლმის გარეუბანში, ზამთრის სიბნელიდან შავებში ჩაცმული მამაკაცი გამოჩნდა. მას...

კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება საჭიროა

"ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დასაცავად" შექმნილ...

აშშ-ის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

სენატში გაიმართა პირველი პროცედურული კენჭისყრა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ...

ზელენსკის თქმით, პუტინი რთული არჩევანის წინაშეა და ომის შეჩერებას განიხილავს

რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არჩევანის...

ხელოვნური ინტელექტის სფეროს წარმომადგენლები ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის შენელებას ითხოვენ. რატომ?

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე კაცობრიობის უნარი,...
spot_img

ყველა ამბავი

„სირცხვილი შიგნიდან მჭამდა“–FBI-ის აგენტმა აღიარა, რომ „მტრული“ ანგარიშებიდან ერთი მილიონი დოლარი მოიპარა

FBI-ის აგენტი აშშ-ის ხელისუფლებას ჩაბარდა და აღიარა, რომ უცხოელის კრიპტოვალუტის ანგარიშებიდან, რომელთან დაკავშირებითაც სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა, საკუთარ ანგარიშზე...

Reuters:აშშ-მა ირანთან ომში შორი მოქმედების რაკეტების მარაგი თითქმის ამოწურა

Reuters-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დროს სახმელეთო ბაზირების შორი მოქმედების რაკეტების მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯა. ასეთი რაკეტების მცირე...

ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ

საქართველოს მთავრობამ 3 აგვისტოს დაამტკიცა დადგენილება საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლო უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის შესახებ....

საფრანგეთისა და ბრიტანეთის მესაზღვრეებმა ლა-მანშში ცეცხლმოკიდებული ნავიდან 150 არალეგალური მიგრანტი გადაარჩინეს

სამშაბათს, 4 აგვისტოს დილით, ლა-მანშის სრუტეში ნავს ცეცხლი გაუჩნდა. ნავზე 150-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში არალეგალურად...

გიორგი ბურჯანაძე: პატიმართა რაოდენობა საქართველოში 18 თვეში 43%-ით გაიზარდა

18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში...

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის გასაგრძელებლად გამომცდელს ფული შესთავაზა

დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე ჩაიჭრა და გამოცდის გასაგრძელებლად გამომცდელს ფული შესთავაზა - ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.,“საქართველოს...

II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო – ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ენერგოსისტემის მეორედ გამორთვის მიზეზი „იმერეთის“ ხაზზე ავარია იყო.„წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის...

საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეიტანეს – დაკავებულია 2 პირი

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური...

რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე – ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ – ფავლენიშვილი

"რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე - ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ "  -  ამის...

სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 2 წლის შემდეგ დაიწყო

2  წლის შემდეგ, სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - გამოკითხვაზეა დაბარებული მისი დაცვის ყოფილი უფროსი, გაბრიელ კობაიძე.მომხდარზე...

გვახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ – ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს- კობახიძე

" გვახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები " -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“  პრემიერ-მინისტრი ირაკლი...

მოსკოვის და ლენინგრადის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში ხუთი ადამიანი დაიღუპა . ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი აცხადებს. ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ძირითადი...