რუსული გამოცემა RIA-ს ინფორმაციით, რუსეთმა აშშ-ს ელჩის მოადგილე, ბარტ გორმანი ქვეყნიდან გააძევა.
“რუსეთმა მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ბარტ გორმანი ქვეყნიდან გააძევა. გორმანი მოსკოვში აშშ-ს საელჩოში ელჩის შემდეგ მნიშვნელობით მეორე პირი და საელჩოს შემადგენლობის უმაღლესი ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი წევრი იყო” – აცხადებს დიპლომატიური მისიის სპიკერი, ჯეისონ რებხოლცი.
ჯერჯერობით უცნობია, რა მიზეზს ასახელებს მოსკოვი დიპლომატის, ბარტ გორმანის გაძევებისთვის. აშშ აპირებს, რუსეთის ამ ნაბიჯს უპასუხოს.