რუსეთმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.უკრაინას შეუძლია ომი მოიგოს– პენტაგონი

პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ კრემლის გეგმები,უკრაინაში ხელისუფლება შეეცვალა და მსხვილი ქალაქები ხელში ჩაეგდო ჩავარდა.

აშშ–ს თავდაცვის სამინისტროში თვლიან, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთს ომი მოუგოს. რუსეთის უკრაინაში ფართომაშტაბიანი შეჭრიდან თვენახევარში კრემლმა ვერ შეძლო მთავარი მიზნების მიღწევა – კიევის, მარიუპოლის, ხარკოვის, შავიზღვისპირა ზოლის აღება და ხელისუფლების შეცვლა.

“მარიუპოლი აქამდე ვერ აიღეს. პუტინმა ჯარები კიევს მოაშორა. ხარკოვი ვერ აიღეს, ჯარები მოაშორეს ჩერნიჰოვს, ვერ აიღეს სამხრეთით ნიკოლაევი“– თქვა კირბიმ.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა რუსეთს ომი მოუგოს, მან უპასუხა, რომ ეს “აბსოლუტურად შესაძლებელია“.

“ამის მტკიცებულებას ყოველდღე ხედავთ შედეგებში. მათ აბსოლუტურად შეუძლიათ მოგება“–თქვა მან.

თუმცა, პენტაგონში დასძენენ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების ვადების პროგნოზირება რთულია. კირბი თვლის, რომ ეს პუტინის სურვილზეა დამოკიდებული.

“ის შეიძლება დღესვე დამთავრდეს, თუ პუტინი სწორად მოიქცევა, გაიყვანს ჯარებს და სახლში გაუშვებს, და პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს. თუმცა მან სხვა გზა აირჩია“–ამბობს აშშ–ს თავდაცვის უწყების სპიკერი.