რუსეთმა იზიუმთან ბატალიონის 22 ტაქტიკური ჯგუფი განალაგა – ბრიტანეთის დაზვერვა

დონბასის ჩრდილოეთით ნაწილში ტერიტორიული წინსვლისთვის, რუსეთმა, იზიუმთან ბატალიონის 22 ტაქტიკური ჯგუფი განალაგა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბრიტანეთის დაზვერვა Twitter-ზე ავრცელებს. უწყება ვარაუდობს, რომ ჯარები ქალაქების კრამატორსკისა და სევეროდონეცკისკენ დაიძვრებიან.

“უკრაინის სამხედრო ძალების მტკიცე წინააღმდეგობის მიუხედავად, ოკუპანტები კრამატორსკისა და სევეროდონეცკის აღებას ცდილობენ. აღნიშნულ ტერიტორიების დაკავება დონბასის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებასა და უკრაინის ქვედანაყოფების დამარცხებას გულისხმობს”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.