რუსეთმა კიევზე რაკეტებითა და დრონებით კომბინირებული შეტევა მიიტანა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა, ბოლო 73 დღის განმავლობაში მსგავსი ტიპის შეტევა პირველად მოხდა. შეტევაში ჩართული იყო საკრუიზო რაკეტები, ისკანდერის ბალისტიკური რაკეტები, Shahed-ისა და სხვა ტიპის დრონები.
“როდესაც რაკეტები უკვე უახლოვდებოდნენ კიევს, მტერმა ერთდროულად დაიწყო ბალისტიკური დარტყმა დედაქალაქზე. მტრის შეტევა ისევ დრონებით დასრულდა”, – დაწერა პოპკომ.
თავდასხმის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი და დაიწვა საწყობი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რამდენიმე რაკეტისა და ათამდე დრონის განადგურება მოახერხეს. საჰაერო იერიში 2 საათზე დიდხანს გაგრძელდა.