რუსეთმა კრეისერ “მოსკვადან” ცხედრები ამოიყვანა – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ Krym.Realii-თან საუბრისას თქვა, რომ რუსეთმა ჩაძირული კრესიერ “მოსკვა”-დან დაღუპულთა ცხედრები და აღჭურვილობა ამოიტანა.

მან დაადასტურა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ კრეისერი სევასტოპოლში ბუქსირებისას ჩაიძირა.

სკიბიცკის განაცხადა, რომ რუსეთმა ადგილზე ოპერაცია ჩაატარა, რაც მინიმუმ ორი კვირა გაგრძელდა.

“5-დან 7 გემამდე იყო ჩართული. ძირითადად, ეს იყო სამაშველო ხომალდები, ნავები, ბუქსირები, რომლებმაც ამოიყვანეს ცხედრები, ამოიღეს ყველა აღჭურვილობა, რომელიც იქ იყო კლასიფიცირებული და ჩაატარეს ამ კრეისერის გაწმენდა – მათ ამოიღეს ის, რაც დარჩა და რაც არ უნდა მოხვედროდა მესამე ქვეყნის ხელში“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარის განცხადებით, კრეისერ მოსკვას 13 აპრილს ნეპტუნის ტიპის რაკეტები მოარტყეს, რის შემდეგაც ის ჩაიძირა. ჩაძირვა 14 აპრილს დაადასტურა რუსეთმაც.

გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. უკრაინის ცნობით, კრესიერზე 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაც დიდი ნაწილი დაიღუპა.