რუსეთმა მოლაპარაკებებში პოზიცია მკვეთრად შეარბილა – პოდოლიაკი

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთმა თავისი პოზიცია შეარბილა. ამის შესახებ Unian წერს.

„ადრე პირისპირ შეხვედრების სახით ვმუშაობდით, მაგრამ გზას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, ახლა დისტანციურად ვმუშაობთ, უსაფრთხო დახურული არხებით ვუკავშირდებით. მთავარი მომლაპარაკებლების გარდა, იქ არის მრავალი ქვეჯგუფი, რომლებიც ერთად მუშაობენ კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. ეს არის ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელმოწერილი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ან უკრაინისა და რუსეთის კონსტიტუციებს.

შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დროს რუსეთის დელეგაცია მკვეთრად შერბილდა. ახლა ისინი უფრო ობიექტურად განსჯიან სამყაროს და ძალიან სწორად იქცევიან. რუსეთის ხელისუფლება არ უხეშობს. რა თქმა უნდა, მათ მსოფლმხედველობას ამახინჯებს მათივე პროპაგანდა”,- აცხადებს პოდოლიაკი.

მისივე თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებზე თავიდან მივიდა “მრავალი სურვილით, რომელთა უმეტესობა აღარ განიხილება”.

პოდოლიაკმა ვარაუდობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების საკამათო საკითხებზე შეთანხმებას რამდენიმე დღიდან კვირა-ნახევრამდე დასჭირდება.