რუსეთმა უკრაინელ მაღალჩინოსნებს, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას და ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანს ალექსეი დანილოვს სანქციები დაუწესა.
სანქცირებულთ სიას სულ 73 ადამიანი დაემატა. სიაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა 849 -დან 922-მდე გაიზარდა. სია ბოლოს გასული წლის დეკემბერში გაფართოვდა.
სანქციებულთა სიაში ასევე მოხვდნენ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატები ლიუდმილა დენისოვა, ვალერი პაცკანი და დნეპრისპირეთის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო.
სანქციების დაწესებას გამოემხაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება:
“რუსეთი დამპირდა, რომ ყირიმის პლატფორმისთვის სამაგიეროს გადამიხდიდა. გადამიხადა, მაგრამ ეს ჩვენ არ გაგავჩერებს. ყირიმი უკრაინაა” – დაწერა მან ტვიტერზე.