რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე მისი გაწვრთნილი სამხედროების და იარაღის ნახევარი უკვე დახარჯა. ამის გამო მისი სამხედრო შესაძლებლობები დრამატულად არის შემცირებული.
ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კურტ ვოლკერმა განაცხადა.
“მათი სამხედრო შესაძლებლობები დრამატულად შემცირდა. ეს კარგია, მაგრამ ახლა დაიწყეს ნაკლებად ზუსტი იარაღის გამოყენება და უფრო მეტად ხვდება მათი რაკეტები სამოქალაქო ობიექტებს. თუმცა, მეორეს მხრივ, ისინი ნაკლებად არტყამენ მიზანში და ვერ ბომბავენ სამხედრო ობიექტებს, ამიტომაც მათი შესაძლებლობები მცირდება“– ამბობს ვოლკერი.
გარდა ამისა, მისი განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას, კერძოდ დიქტატორ პუტნს არ აქვს სურვილი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს, რადგან ამან რუსეთში შესაძლოა სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
პუტინმა ისედაც ბევრი ხალხი მოაგროვა რეგიონებიდან უკრაინაში ომისთვის. მოსკოვის, პიტერის და საზღვრისპირა რეგიონებისთვის კი ფაქტიურად ხელი არ უხლია, რათა შეექმნა ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის. თუ საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდება, ეს მას ახალ პრობლემებს შეუქმნის“– დასძინა ვოკლერმა.