რუსეთმა ძალების 1/3 დაკარგა, 30 დღის განმავლობაში წინსვლას ვერ შეძლებს – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, დონბასში რუსეთის შეტევამ დაკარგა იმპულსი და მნიშვნელოვნად ჩამორჩა გრაფიკს. მათი ცნობით, მიუხედავად მცირემასშტაბიანი მიღწევებისა, რუსეთმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავება გასული თვის განმავლობაში, თუმცა შეინარჩუნა მაღალი დონის ცვეთა.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა სავარაუდოდ დაკარგა თებერვალში შეკრებული საბრძოლო ძალების მესამედი.

უწყება მოელის, რომ შეფერხებები გამწვავდება რუსული არმიის მიერ ხიდის აღჭურვილობისა და თვითმფრინავების დაკარგვის გამო.

“რუსული ხიდის აღჭურვილობა დეფიციტური იყო მთელი კონფლიქტის განმავლობაში, რაც ანელებს და ზღუდავს შეტევითი მანევრების განხორციელებას. რუსული უპილოტო საფრენი აპარატები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტაქტიკური ცნობიერებისთვის და არტილერიის სამართავად, მაგრამ ისინი დაუცველები არიან უკრაინის საზენიტო შესაძლებლობების მიმართ”,– აცხადებს დაზვერვა.

ბრიტანეთი აღნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები სულ უფრო შეზღუდულია “მუდმივად დაბალი მორალის“ და ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების დაქვეითების გამო, რომელთა სწრაფად აღდგენა შეუძლებელია.

“ამჟამინდელ პირობებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დრამატულად დააჩქარებს წინსვლის ტემპს მომდევნო 30 დღის განმავლობაში”,– ვკითხულობთ განცხადებაში.