რუსეთმა სტრატეგიული ბომბდამშენებით უკრაინაზე სარაკეტო შეტევა დაიწყო – ცოტა ხნის წინ, როგორც მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ცაში აწიეს Ту-95 სტრატეგიული ბომბდამშენები.
როგორც ვიტალი კიმი Telegram-ში იტყობინება, ოკუპანტებს შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს.
ამ დროისთვის საჰაერო თავდასხმის განგაში ისმის უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ტუ-95 თვითმფრინავიდან 10 რაკეტის გაშვება დაფიქსირდა უკრაინის მიმართულებით.