რუსეთმა ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა

რუსეთმა აშშ-ის ხელმძღვანელობას, მათ შორის ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა და რუსეთში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასაშუალებები ავრცელებენ.

სანქციები შეეხო სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს და ადმინისტრაციის ათ სხვა ჩინოვნიკსა და პოლიტიკურ ფიგურას.

 

მოსკოვმა განაცხადა, რომ სანქციებით რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს პასუხობენ. დამატებითი დეტალები სანქციების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.