ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის, ISW–ს ანალიზით რუსეთს არ გააჩნია საბრძოლო ძალა და რესურსები უკრაინაში ახალი შეტევების მხარდასაჭერად.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს შეტევა 4-5 მიმართულებით, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას. რუსულ ძალებს არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი გამოუყენებელი საბრძოლო რეზერვები და მათი პერსონალი და რესურსები კვლავ ამოწურულია.
ISW–ს ასევე მოჰყავს უკრაინის დაზვერვის-ის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსული შეტევა იმდენად არაეფექტურია, რომ თითქმის შეუმჩნეველია.