რუსეთს არ სჭირდება საბაბი შესაჭრელად, ახლა ხომ მაინც დარწმუნდა ყველა – მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომზე

რუსეთს არ სჭირდება საბაბი შესაჭრელად. ახლა ხომ მაინც დარწმუნდა ყველა –  ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასთან დაკავშირებით, 2008 წლის ომი გაიხსენა და განაცხადა, რომ აგრესორ რუსეთს შესაჭრელად საბაბი არ სჭირდება.

”პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომის მიზანია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, რასაც შემდეგ მოჰყვება საქართველოს შემოერთება და რუსეთის იმპერიის აღდგენა. ეს არის უდიდესი საფრთხე. ახლა ხომ მაინც დარწმუნდა უკანასკნელი ადმაიანი ვინც არსებობს რომ რაც არ უნდა მექნა 2008-ში, სულ რომ თითი არ გამენძრია, სულ რომ არაფერი შემეტყობინებინა მსოფლიოსთვის, სულ რომ 1 ტყვია არ გაგვესროლა, არ სჭირდებოდა არანაირი საბაბი შემოჭრისთვის. ზელენსკიმ ბოლომდე ყველაფერი გააკეთა, იმისთვის რომ არ ეპასუხა რუსული პროვოკაციებისთვის მაგრამ არ უშველა. როდესაც მოდის დათვი შესაჭმელად რამდენიც არ უნდა ეძახო არ შველის. ამიტომ ჩვენ ამ ომს ვერ ავიცილებდით და პირველად ჩვენზე გამოსცადეს ყველაფერი რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს.”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.