რუსეთს ერთი ენა ესმის, ეს არის სიძლიერის ენა, ცდილობს გაზარდოს სამხედრო ზეწოლა უკრაინაზე ,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
”უკრაინის არმია დღეს გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ეს 2014 წელს იყო. დღეს ჩვენ უფრო მომზადებულები ვართ, რადგან, სამწუხაროდ, გვაქვს ცუდი გამოცდილება, საიდანაც გაკვეთილი ძალიან კარგად ვისწავლეთ. უნდა ვიყოთ მზად დავიცვათ საკუთარი ქვეყანა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
რაც უფრო ძლიერები ვიქნებით, მოლაპარაკებებიც უფრო მარტივი იქნება. იმისათვის, რომ მიაღწიო წარმატებას, ნებისმიერ სახის დიპლომატიურ საქმიანობაში, უნდა იყო ძლიერი. უკრაინის შემთხვევა არის ამის ნათელი მაგალითი. სამწუხაროდ, რუსეთს, რომელიც ცდილობს გაზარდოს სამხედრო ზეწოლა უკრაინაზე, კარგად მხოლოდ ერთი ენა ესმის- ეს არის სიძლიერის ენა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა უნდა იყოს ძლიერი,“- განაცხადა ელჩმა.