რუსეთის ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიული კონტროლის სამსახურმა განაცხადა, რომ სურს 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემა. ინფორმაციას რუსეთის სახელისუფლებო მედია TASS ავრცელებს.
“როსსელხორნადზორმა წამოიწყო მესამე ქვეყნების იმ საწარმოების ჩართვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეესტრში, რომლებსაც აქვთ კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავის პროდუქციის შეტანის უფლება. ესენია ერთი საწარმო აზერბაიჯანიდან და ასევე 15 საწარმო რუსეთიდან” – ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია 5 მარტს მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც როსსელხორნადზროსის ხელმძღვანელმა გამართა საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან და აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან, გოშარ ილახი ოგლი თახმზლისთან.
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციასთან, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.