რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში – საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ” – ამის შესახებ, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა “TV პირველზე”, “ამერიკის ხმის” გადაცემაში “ხედვა ვაშინგტონიდან”.
”შეერთებული შტატები აცნობიერებს იმ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც საქართველოს ამ რეგიონში აქვს. საქართველოს ხედვა, რომ იყოს დამაკავშირებელი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის უკიდურესად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ერთადერთი მარშრუტია, რომელიც რუსეთზე ან ირანზე არ გადის. რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის ქონა, რომელიც სტაბილური და პროგნოზირებადია კომერციული ტვირთის ცენტრალური აზიიდან ევროპაში გადასაზიდად, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მისი როლის გამოც, რომელსაც საქართველო თამაშობს შავი ზღვის უსაფრთხოებაში. ამ მხრივ საქართველოს როლი იზრდება, რადგან იზრდება ქვეყნის შესაძლებლობებიც, იქნება ეს სანაპირო დაცვა, ჯარი, თუ საბაჟო. ეს ხშირად ჩვენი თანამშრომლობის შედეგია. ეს უზრუნველყოფს, რომ შავ ზღვაში კომერციული გემები და ზოგადად მიმოსვლა არ ფერხდება. ასევე, ნიშნავს იმას, რომ ნარკოტიკების, იარაღის, ზოგჯერ ადამიანების უკანონო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს მნიშვნელოვანი სამართალდამცავი როლიც აქვს ფართო უსაფრთხოების როლთან ერთად. რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემებისთვის იქნება გახსნილი.” – განაცხადა კელი დეგნანმა.