“ტერორისტული სახელმწიფოს მასიური სარაკეტო თავდასხმა ჩვენს მიწაზე. მრავალი თვის განმავლობაში რუსები რაკეტებს სწორედ ამ მიზნით აგროვებდნენ: თავდასხმები საცხოვრებელ კორპუსებზე, სავაჭრო ცენტრებზე, საავადმყოფოებზე, უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე.
რუსეთი ისევ და ისევ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ მას ტერორის, მკვლელობისა და უკრაინელების გენოციდის გარდა, სხვა მიზანი არ აქვს. თითოეული ამ დანაშაულისთვის სამართლიანი სასჯელი იქნება”,
აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი.