ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მორიგ ანგარიშში გაანალიზებულია უკრაინის შეტევა ხერსონის ოლქში, რომელიც შაბათ–კვირასაც გრძელდებოდა. ამჯერად აქცენტი კეთდება უპილოტო აპარატების პრობლემაზე, რომელიც რუსეთს შეექმნა.
ანგარიშის ავტორები The Odessa Journal–ის ტვიტერ ექაუნთზე დაყრდნობით წერენ, რომ შაბათ–კვირას კონტრშეტევისას თითქოსდა რუსული უპილოტო საფრენი აპარატების 27 გაფრენა დაფიქსირდა დნეპრის დასავლეთ სანაპიროს თავზე, რაც აგვისტოს განმავლობაში დაფიქსირებულ საშუალო დღიურ მაჩვენებელს – 50–ს ბევრად ჩამოუვარდება. 21 აგვისტოს უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს 3 რუსული ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატის – “Орлан-10” –ის ერთ დღეში განადგურების შესახებ.
საფრენი აპარატები შეიძლება მოწყვლადი იყოს როგორც კინეტიკური ზემოქმედების, ისე ელექტრონული ხელშეშლების მიმართ.
ბოლო წლებში რუსული სამხედრო დოქტრინა სულ უფრო დიდ როლს ანიჭებს უპილოტო საფრენ აპარატებს, კერძოდ სამიზნეების აღმოჩენისთვის საარტილერიო შეტევის მისატანად. საბრძოლო დანაკარგების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ რუსეთი მთელი ძალით ცდილობს უპილოტო საფრენი აპარატების მარაგები შეავსოს, რაც საკმაოდ რთულია საერთაშორისო სანქციებით გამოწვეული კომპონენტების დეფიციტის გამო.
სადაზვერვო დრონების ნაკლებობა რუსებისთვის ტაქტიკური ინფორმირებულობის ხარიხს აუარესებს და სულ უფრო ართულებს რუსულ ოპერაციებს – ნათქვამია ანგარიშში.