უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში დამატებით განმარტა, რატომ დაიწყო რუსეთმა სარაკეტო დარტყმები ელექტროსადგურებსა და უკრაინის ენერგეტიკის სხვა ობიექტებზე. ზელენსკის აზრით რუსეთს ეშინია, რომ უკრაინა მისი ელექტროენერგიით ევროპას დაეხმარება.
“რუსეთი ცდილობს ხელი შეგვიშალოს უკრაინის შესაძლებლობები მივმართოთ ევროპაში სიტუაციის დასტაბილურებისთვის. ჩვენი ელექტროენერგიის ექსპორტი ის არის, რისიც რუსეთს ახლა ძალიან ეშინია, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია რუსეთის გეგმები ჩავშალოთ ამ ზამთარს ევროპელების საფულეების გამოცარიელების შესახებ ენერგომატარებლებზე არანორმალური ფასების გამო“–თქვა ზელენსკიმ.
რუსეთი ბოლო 24 საათია უკრაინის ელექტროსადგურებს და ქვესადგურებს ბომბავს ხარკოვისა და სხვა ოლქებში, რის შედეგადაც დროებით ელექტროენერგიის გარეშე რჩება ქალაქები და დიდი რაიონები.