ბოლო დღეღამის განმავლობაში უკრაინაში მძიმე ბრძოლები მიდიოდა სამ ფრონტზე: ჩრდილოეთით– ხარკოვთან, აღმოსავლეთით დონბასში და სამხრეთით ხერსონის ოლქში. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა მის ყოველდღიურ ანგარიშში წერს.
ომის 196–ე დღეს სავარაუდოდ რუსეთის არმია გეგმავს მისი ძირითადი ძალისხმევა დონბასში, ბახმუტზე შეტევისკენ მიმართოს. რუსი სამხედრო მეთაურები დილემის წინაშე არიან–მათ უნდა აირჩიონ, ოპერატიული რეზერვები ამ შეტევის მხარდასაჭერად გამოიყენოს თუ სამხრეთში უკრაინის გრძელვადიანი შეტევისგან თავდასაცავად.
ერთდროულად წარმოქმნილი მრავალი საფრთხე, რომლებიც ერთმანეთისგან 500 კილომეტრის დაშორებით არის მიმოფანტული, დიდი გამოცდაა რუსეთის უნარისთვის, ოპერატიული გეგმის კოორდინირება მოახერხოს და რესურსები რამდენიმე დაჯგუფებაზე გადაანაწილოს–წერია ანგარიშში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თვლის, რომ ომის დასაწყისში რუსეთმა ვერ შეძლო ძალთა რამდენიმე დაჯგუფების ერთდროულად კოორდინირება და სწორედ ამიტომაც აჩვენა რუსეთის არმიამ ცუდი შედეგი.