რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, სამხედრო “კამაზმა” 20 წვევამდელს გადაუარა. დაღუპულია 2 და დაშავებულია 11 წვევამდელი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ მირნიში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი რომელმაც წვევამდელებს გადაუარა, 22 წლის სამხედრო მამაკაცია.
სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.