უკრაინამ რუსეთის ქალაქ ორიოლის ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა

რუსეთში, ორიოლის ოლქის ქალაქ ორელში, ნავთობსაცავზე დრონებით შეტევა იყო. უკრაინული მედია იუწყება, რომ ოპერაცია უკრაინის დაზვერვამ ჩაატარა.

ორიოლის ოლქის გუბერნატორის ანდრეი კლიჩკოვის განმარტებით, კამიკაძე-დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა ცეცხლი, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

მოგვიანებით კლიჩკოვმა განაცხადა, რომ ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე 3 ადამიანი დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინამ ასევე მიიტანა იერიში ბელგოროდის ოლქსზეც.