რუსეთში, ტომსკის უნივერსიტეტში სტუდენტები იქამდე არ შეუშვეს სანამ ასო Z-ს ფორმაში არ დადგნენ. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის შსს მინისტრის მოადგილე, ანტონ გერაშენკო საკუთარი Telegram არხზე ავრცელებს.
გამოცემა NEXTA-ს ცნობით, ტომსკის უნივერსიტეტიდან სტუდენტების ევაკუაცია სახანძრო განგაშის გამო მოხდა, შემდეგ კი მანამ არ მისცეს უკან დაბრუნების უფლება ვიდრე ასო Z-ში არ დადგნენ.
საბოლოოდ ტომსკის ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა და ევაკუაციას „ამაზრზენი ხუმრობა“ უწოდა.
ცნობისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომისას სიმბოლო Z რუსეთის სამხედრო ტექნიკაზეა გამოსახული. ასო Z რუსეთის ხელისუფლებისა და უკრაინაში ომის მხარდამჭერ სიმბოლოდ მიიჩნევა.