რუსეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ კამალა ჰარისს და მარკ ცუკერბერგს. ნახეთ კიდევ ვინ მოხვდა კრემლის შავ სიაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ–ს მოქალაქეების სია გამოაქვეყნა, რომელთათვისაც რუსეთში შესვლა სამუდამოდ იკრძალება. 29 კაციან სიაში შედიან აშშ–ს ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, სხვადასხვა უწყებების ჩინოვნიკები, ჟურნალისტები და ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ ეს ადამიანები “რუსოფობიულ დღისწესრიგს ქმნიან“. სიაში მოხვდნენ:

  • აშშ–ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯონ კირბი
  • პოლიტოლოგი, სახელმწიფო მდივნის უფროსი მოადგილის ქმარი, რობერტ კაგანი.
  • სოციალური ქსელის, LinkedIn–ის დირექტორი რაიან როსლანსკი.
  • io-ს ინგლისურენოვანი ვერსიის მთავარი რედაქტორი კევინ როტროკი. საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში არ არის მიმთითებული, თუმცა რუსეთში ეს ვებგვერდი “უცხოურ აგენტად“ ითვლება.
  • ვაშინგტონ პოსტის კოლუმნისტი დევიდ იგნატიუსი, რომელიც თავდაცვით და საგარეო პოლიტიკურ თემატიკაზეა სპეციალიზებული.
  • თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კეტლინ ჰიქსი
  • სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ედუვარდ პრაისი
  • ტელეარხ ეიბისის წამყვანი ჯორჯ სტეფანოპულოსი

სრული სია ნახეთ აქ