პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინის სოლიდარობის აქცია დაიწყო.
ამ დროისთვის, მოქალაქეთა ნაწილი რუსთაველის მეტროსთან იკრიბება და პარლამენტთან დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციას მსვლელობით შემოუერთდება. აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
“აქციის მიზანია მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ერთი წელია რაც გრძელდება, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კი 9 წლიანი ომი მიმდინარეობს. მტერი აგრძელებს შეტევას, ცდილობს უკრაინის ხელში ჩაგდებას. თუ უკრაინა დაიპყრო, მაშინ რუსეთი სხვა დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ შეტევაზე წავა.
თანამედროვე რუსეთს, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის, შეიძლება შეაჩეროს მხოლოდ უკრაინის არმიის გამარჯვება უკრაინის ბრძოლის ველზე, ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება თანამედროვე დასავლური იარაღი, ასევე აგრესორ სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციების შემდგომი გაძლიერება.
ამასთან, უკრაინა, რომელიც ითხოვს იარაღს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, ომს არ აპირებს, პირიქით, მშვიდობისკენ ისწრაფვის. მშვიდობის ერთადერთი გზა ჩვენი გამარჯვებაა!
სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს, სინათლე კი სიბნელეს. დიდება უკრაინას!“, – წერენ აქციის ორგანიზატორები.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა.