რუსთაველის თეატრი ეხმიანება ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, სადაც ის ყოფილ მეუღლეს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს.
„რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!“,– წერს თეატრი სოციალურ ქსელში.
მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ მასზე ბესო ზანგური სისტემურად ძალადობდა, მათ შორის, მაშინაც, როდესაც ორსულად იყო.
მსახიობი ბესო ზანგური მაყაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ძალადობას უარყოფს. ის ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ის “თითით საჩვენებელი მამა და მეუღლეა”.