რუსთაველის თეატრმა ჩახსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს. ამის შესახებ თეატრი სოციალურ ქსელში წერს.
“რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს იულიუს კეისარი”, – ნათქვამია განცხადებაში.
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა. მსახიობი ბესო ზანგური ამ ბრალდებას უარყოფს.
ნინუცა მაყაშვილი შსს–მ გამოკითხვაზე დაიბარა.