რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე–7 სართულიდან 2 წლამდე ბავშვი გადმოვადა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში” გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვს მრავლობითი ტრავმები და სისხლჩაქცევები აღენიშნება. ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით