რუსთავში, მდინარე მტკვარში ქალს ეძებენ. სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ქალი სახლიდან 2 აპრილს საღამოს გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა. ბოლოს ის თბილისში ნახეს.
საძიებო სამუშაოებში ჩართული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც.