რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს ხელმძღვანელმა, კრემლის მთვარმა პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის სახელზე სამსახურში საეჭვო ამანათი გაგზავნეს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი ქონდა:
“სამსახურში ჩემს სახელზე მოვიდა ამანათი ასაფეთქებელი ნივთიერების კვალით (უსაფრთხოებამ აღმოაჩინა). პოლიცია მუშაობს“.
მალევე მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამანათში ასაფეთქებლის ნაცვლად სექსვიბრატორი აღმოჩნდა და მისი ფოტოც გამოაქვეყნა:
“ამანათი ჰონგ კონგიდან. ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ყოფილა. მაგრამ აი რა აღმოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი „ვიბრაციული ტყვია“ სექსუალური თავგადასავლებისთვის. არადა მე ფანქრის ყუთი მეგონა.
ჩემი ცხოვრება უფრო და უფრო საინტერესო ხდება.“–დაწერა სიმონიანმა.