უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კიევის ობოლონის რაიონში რუსული დივერსიულ–სადაზვერვო ჯგუფი მოქმედებს. მანამდე ამის შესახებ თვითმხილველები და მედია საუბრობდნენ.
“ვთხოვთ მოქალაქეებს გვაცნობონ ტექნიკის გადაადგილების შესახებ. მშვიდობიან მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. არ დატოვოთ სახლები“– ნათქვამია განცხადებაში.
უწყებამ ასევე თხოვა მოქალაქეებს დაამზადონ “მოლოტოვის კოქტეილები“ მოწინაამდეგების გასაუვნებელყოფად.
მედიის ინფორმაციით ობოლონის რაიონში მუდმივი აფეთქებების ხმა ისმის.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ ობოლონში რუსული ტექნიკის გადაადგილებაა ასახული.
Gunfire in a residential district of Obolon in Kyiv. Difficult to figure out what exactly is happening, but Defence Ministry said they are fighting off Russian saboteurs pic.twitter.com/mmNlJRIw8W
— Anastasiia Lapatina (@lapatina_) February 25, 2022