“პირველ რიგში, მათ სურთ რუსულ საზოგადოებაში ანტიუკრაინული ისტერიის შენარჩუნება. მეორეც, ამ გზავნილით მათ უნდათ დაარწმუნონ თავისი ჯარისკაცები, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჩაბარდნენ, “ასე მოგკლავენ, თუ გადაწყვეტთ, რომ ჩაბარდეთ”. და მესამე, ისინი ამით კონტრშეტევისთვის მომზადების პროცესში უკრაინელი სამხედროების დათრგუნვას ცდილობენ”
აცხადებს, Украинская правда-სთან ინტერვიუში უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დიმიტრი ლუბინეცი.