აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე რუსლან აბაშიძე “მოძრაობა საქართველოსთან” დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა. აქტივისტების ინფორმაციით, შეხვედრა 16:00 საათზე იყო დაგეგმილი. აქტივისტების განცხადებით აფხაზეთის მთავრობას არ ეყო გამბედაობა მათთან შესახვედრად.
ცნობისთვის, “მოძრაობა საქართველოს” წევრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინ დილიდან იმყოფებიან და 5 დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვენ. სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებისას, 6 აქტივისტი დააკავეს.