მე რუსმა “ენდოკრინოლოგებმა” ერთხელ უკვე გამომიწერეს ვერცხლისწყლის და დარიშხანის კოქტეილი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობისტვის, სააკაშვილის უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი,ზურაბ ჩხაიძე „რუსი ენდოკრინოლოგია“.
„გუშინდელი განცხადება რუსი ენდოკრინოლოგის განცხადება იყო, ზურაბ ჩხაიძე გახლავთ რუსი ენდოკრინოლოგი. მას რუსეთში აქვს განათლება მიღებული. ერთი სპეცოპერაცია რუსეთმა დაიწყო უკრაინის მიმართულებით და მეორე სპეცოპერაცია აქ იყო დაწყებული“, – აღნიშნავს ხაჭაპურიძე.