დღეს, 5 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:25 საათზე რუსმა ოკუპანტებმა, ხარკოვში, კუპიანსკის რეგიონში სასურსათო მაღაზია დაბომბეს, რის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთ-ერთი 6 წლის ბავშვია. დაშავდა კიდევ 7 ადამიანი.
პროკურატურის ცნობით ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სსკ-ის 438-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული.